5 შვილის დედამ ქალიშვილისა და მეუღლის დახმარებით ორი მცირეწლოვანი ბავშვი ცემით მოკლა (VIDEO)
ლუგანსკის
პროკურატურა პასუხს მოსთხოვს მეურვეობის სამსახურის ჩინოვნიკს, რომელმაც სათანადოდ
არ შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა და უმეთვალყურეოდ დატოვა აყვანილი
ბავშვები, რომლებიც მიმღებმა ოჯახმა დახოცა.
პროკურატურამ უკვე აღძრა სისხლის სამართლის საქმე ორი მცირეწლოვანი გოგონას
მკვლელობის გამო. ბავშვები აყვანილები იყვნენ, თუმცა ისინი, თავადაც 8 შვილის
დედამ, სვეტლანა ოკლეიმ, მოკლა.
დანაშაული მას შემდეგ გახსნეს, რაც 31 ივლისს დაკარგული 3 წლის გოგონას ძებნა
დაიწყეს.
სამართალდამცველებმა მას სწორედ ოკლეის სახლში მიაგნეს. აღმოჩნდა, რომ 5 შვილის
დედამ, რომელსაც გმირი-დედის წოდებაც აქვს, გოგონა ერთ-ერთი აყვანილი და მოკლული
ბავშვის „სანაცვლოდ“ მოიტაცა.
შედეგად გაირკვა, რომ ოკლეიმ ორი აყვანილი ბავშვი მოკლა. ორივე ცემით. შემდეგ კი
ერთის ცხედარი დაწვა, მეორე კი მიწაში ჩამარხა.
სვეტლანა ოკლეი, მისი მეუღლე და 22 წლის ქალიშვილი, რომლებიც ასევე მონაწილეობდნენ
დანაშაულში, დაკავებულები არიან.
internet.ge