შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერის ემზარ
ცაავასა და მის ბიძაშვილს შორის მომხდარ ინცინდენტზე განცხადება გაავრცელა.
შსს ინფორმაციით, მოქალაქე ემზარ ცაავას სახლში ადგილი ქონდა შელაპარაკებას და კონფლიქტს ემზარ ცაავასა და მის ბიძაშვილ
ირაკლი
ცაავას შორის.
„2 აგვისტოს 17:00 საათზე სოფელ ორულუში მოხდა ინცინდენტი. მოქალაქე ემზარ ცაავას სახლში ადგილი ქონდა შელაპარაკებას და კონფლიქტს ემზარ ცაავასა და მის ბიძაშვილ ირაკლი ცაავას შორის. ემზარ ცაავას ოჯახის წევრებისა და მეზობლების
განცხადებით
ინცინდენტს
მოყვა გარკვეული ნივთების დაზიანება. აღნიშნულ ფაქტზე პროკურატურაში დაწყებულია გამოძიება. გამოძიების მიზანია დაადგინოს იყო თუ არა მომხდარ კონფლიქტში დანაშაულის ნიშნები“,- ნათქვამია
განცახდებაში.
internet.ge