ბიზნესმენი გოგა გომიაშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მეზობლების
განცხადებით, გომიაშვილმა თავი მოიკლა. ახლობლემმა
გარდაცვლილი დღეს დილით იპოვეს. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.
როგორც "ინტერნეტ.ჯი"-ს შსს-ს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა სალომე მახარაძემ განუცხადა, წინასწარი ვერსიით გარდაცვლილმა თავი მოიკლა, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს.
გარდაცვლილი 2005 წლამდე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე მუშაობდა.
გადადგომის შემდეგ ის ბიზნესსაქმიანობას ეწეოდა.
Internet.ge