ვისკონსინის მასობრივი მკვლელობის აქტს „შიდა ტერორიზმის“ კვალიფიკაცია მისცეს (VIDEO)
აშშ-ის პოლიცია 5 აგვისტოს, სიკხების ტაძარში მომხდარი მასობრივი
მკვლელობის აქტს „შიდა ტერორიზმის“ კვალიფიკაციას აძლევს.
ეს ფორმულირება კი ნიშნავს, რომ დანაშაული აშშ-ის ტერიტორიაზე
დაიგეგმა.
გამოძიება მიიჩნევს, რომ ტერორისტებს რელიგიური მოტივები ჰქონდათ.
კვირას, შეიარაღებულმა პირმა სიკხების ტაძარში ცეცხლი გახსნა. შედეგად 6 ადამიანია
დაღუპული.
მკვლელი პოლიციას არ დანებდა, სამართალდამცავებმა მისი ლიკვიდაცია ორმხრივი
სროლის დროს მოახდინეს.
internet.ge