ჟურნალისტ
ეკა ბერიძის შვილზე - ბექა ჯიბლაძეზე
საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. შსს-ს ინფორმაციით, მან საქართველოს საზღვარი ადამიანის დაჭრის შემდეგ მალევე დატოვა.
როგორც
“ინტერნეტ.ჯი”-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა სალომე მახარაძემ განუცხადა, შემთხვევა 2 აგვისტოს, გვიან ღამით, ერთ-ერთი ბარში მოხდა.
თანხის
გადახდის დროს შელაპარაკების შედეგად, ჯიბლაძემ ბარის თანამშრომელს თავის არეში ცივი იარაღით, ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა.
ჯიბლაძეს ბრალი სსკ-ის 118-ე, 19-108-ე და 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით აქვს წაყენებული.
ამ
დროისათვის
დაკავებულია
გასვიანი,
რომელიც ინციდენტის დროს ბექა ჯიბლაძესთან ერთად იმყოფებოდა. გასვიანს ბრალი ხულიგნობის მუხლით აქვს წაყენებული.
რაც შეეხება დაშავებულს მის სიცოცხლეს
საფრთხე არ ემუქრება.
Internet.ge