სოჭის მკვიდრი საქართველო-რუსეთის საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთზე
დააკავეს. ის არ აპირებდა დანებებას და იარაღის გამოყენებით იმუქრებოდა.
ადრე ნასამართლევი 36 წლის მამაკაცი რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს. ის
სისხლის სამართლის დანაშაულის 47 ეპიზოდის გამო იყო ძებნილი, მათ შორის, ძარცვისა
და იარაღის უკანონოდ შენახვის გამო.
დაკავებულს აღმოუჩინეს 9-მილიმეტრიანი პისტოლეტი დატენილ
მდგომარეობაში და საბრძოლო ვაზნებით, ელექტროშოკი, დურბინდი, გარკვეული ადგილის
რუკა, მსხვილი თანხა, გასაღებების და საკეტების გამრები მოწყობილობები, ასევე,
საიუველირო ნაწარმი.
სოჭის
ადგილობრივი სააგენტოს ცნობით, მამაკაცი მანამდე არ აპირებდა დანებებას, ვიდრე მას
ფეხში არ ესროლეს.
internet.ge