მოსკოვში აფხაზეთის მკვიდრი დააკავეს,
რომელმაც 5 მილიონი რუბლი გაიტაცა და მიიმალა.
მოსკოვის
შსს-ს მთავარი განყოფილების ინფორმაციით, 30 წლის მამაკაცმა გოგონა სოციალური
ქსელის მეშვეობით გაიცნო, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლად წარუდგინა თავი და
ნდობის მოპოვების შემდეგ, 5 მილიონი რუბლი ესესხა, თითქოსდა, ნავთობპროდუქტების
შესყიდვის მიზნით. თუმცა ამის შემდეგ მიიმალა.
ეჭვმიტანილი
ფედერალურ ძებნაში იმყოფებოდა. ამჯერად მოწმდება მისი კავშირი სხვა მსგავს
დანაშაულებთან, რომლებიც ასევე რუსეთის ტერიტორიაზეა ჩადენილი. თაღლითს 10 წლით
თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
internet.ge