შვედურ კონცერტზე
ყოფნისას ორი ადამიანი გარდაიცვალა წამლის ზედმეტი დოზის მიღების შედეგად,
დაშავებულია ცხრა ადამიანი და დაკავებულია 30-ზე მეტი. ინციდენტი 7 ივლისს მოხდა.
ირლანდიის პოლიციის
კომისარი მარტინ კალინანი ანგარიშში კონცერტის ორგანიზატორ კომპანია MCD
აკრიტიკებს არასაკმარისი უსაფრთხოების ზომების მიღებისა და ღონისძიებაზე სათანადო
კონტროლის არარსებობისათვის.
ერთი კვირის წინ გამოქვეყნებულ მოხსენებაში ასევე აღნიშნულია,
რომ კონცერტის ორგანიზატორების მიერ შერჩეული ადგილი იყო „შეუსაბამო ელექტრონული მუსიკისათვის“.
თუმცა, MCD-ის
წარმომადგენელები თვლიან რომ პასუხისმგებლობა, იმ საშინელი სანახაობისათვის,
რომელიც კონცერტზე განვითარდა, გარდას (ირლანდიის პოლიცის) უნდა დაეკისროს. ისინი
აღნიშნავენ, რომ მათ მიიწვიეს პოლიცია კონცერტზე უსაფრთხოების ზომების დასაცავად
და სწორედ პოლიცია წყვეტდა თუ რამდენი ოფიცერი უნდა ყოფილიყო მობილიზებული ღონისძიებაზე
და არა MCD. მათ ასევე აღნიშნეს, რომ პოლიციის თანამშრომლებმა წინასწარ შეამოწმეს
უსაფრთხოების ზომები და მათ წინასწარ იცოდნენ რომ კონცერტი ელექტრონულ მუსიკას
ეძღვნებოდა.
internet.ge