გერმანიაში ბულგარელი ქალი დააკავეს, რომელსაც ბრალად სამი შვილის
მკვლელობა ედება.
სამართალდამცავთა განცხადებით, მილკა, რომელიც 29 წლისაა, ბავშვებთან
ერთად მამასთან ცხოვრობდა.
4 წლის მუსტაფასა და მისი 12 წლის დის ცხედარი სახლის ეზოში დამარხული
აღმოაჩინეს, ხოლო 10 წლის მეჰმითი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
პოლიციამ აღმოაჩინა, რომ სამივე მათგანს დანით მიყენებული ღრმა
ჭრილობები ჰქონდა.
პოლიციამ უკვე დაკითხა
მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქალი, აღნიშნულ დანაშაულში კი მამაის, 41 წლის მუჰამედის
მონაწილეობა გამოირიცხა, რადგან თვითმხილველების განცხადებით, მკვლელობის დროს ის
ყავის მაღაზიაში იმყოფებოდა.
მალკა დანაშაულის
ჩადენის შემდეგ, სისხლიანი მივიდა მასთან და განუცხადა, რომ თავს დაესხნენ.
მეზობლების
განცხადებით, ბოლო დროს წყვილი ხშირად ჩხუბობდა. მუჰამედს სურდა თურქეთში დაბრუნებულიყვნენ.
მათივე განცხადებით, თებერვალში მათ სახლში ცეცხლი გაჩნდა, რომელიც სავარდაუდოდ
განგებ იყო გაჩენილი.
ამასთანავე, მათ
სახლს ესტუმრა სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელიც, ვინაიდან,
ბავშვებს ხშირად ტოვებდნენ უყურადღებოდ.
internet.ge