GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ზურა ტარყაშვილის მკვლელსა და მკვლელობის ორგანიზატორს რამდენიმე დღეში ჩამოიყვანენ
10:09 07.04.2012
დღის სიახლეები

გასული წლის ყველაზე გახმაურებულ და სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული - 51 წლის ივერი გოგბერაშვილი, რომელმაც თანამზრახველებთან ერთად, 2011 წლის 17 ოქტომბერს, რუსთაველზე, 23 წლის ზურა ტარყაშვილი მოკლა, მომავალ კვირას სასამართლოს წინაშე წარდგება.

საქართველოს შს სამინისტრომ, იგი უკრაინაში დააკავა. აღნიშნული დანაშაულის ჩადენის დროს გოგბერაშვილი, ნარკოტიკული დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრით იყო გათავისუფლებული.

გამოძიების ვერსიით, იგი ამავე დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პრობაციონერს - 19 წლის გიორგი რუსიშვილს და ყაჩაღობისთვის გასამართლებულ 23 წლის ირაკლი აგლაძეს დაუკავშირდა და წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, ზურა ტარყაშვილის მკვლელობა განახორციელა თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე, რა დროსაც უამრავი ადამიანი მოძრაობდა.

ზურა ტარყაშვილს, ივერი გოგბერაშვილმა, ირაკლი აგლაძემ და დავით რუსიშვილმა ცეცხლი ერთდროულად გაუხსნეს. მას 11 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.   

გამოძიებით დადგენილია, რომ მკვლელობა წინასწარ იყო დაგეგმილი, რისთვისაც დავით რუსიშვილი და ივერი გოგბერაშვილი ზურაბ ტარყაშვილს იმ დღეს დილიდან უთვალთვალებდნენ.

გამოძიების მასალების მიხედვით, ლაღიძის ქუჩაზე, მის სახლთან ახლოს მდებარე მაღაზიიდან ზურა ტარყაშვილის გამოსვლა, ივერი გოგბერაშვილს ტელეფონით დავით რუსიშვილმა აცნობა, რის შემდეგაც მკვლელები რუსთაველის გამზირზე შეიარაღებულები მივიდნენ და რამდენიმე მიმართულებიდან დაედევნენ მას.

რუსიშვილის აღიარებითი ჩვენების მიხედვით, პირველი ტყვია ტარყაშვილს სწორედ მან ესროლა, ზურა ტარყაშვილი დაეცა, რის შემდეგაც მას ირაკლი აგლაძე მიუახლოვდა და რამდენიმე გასროლა განახორციელა. ივერი გოგბერაშვილმა კი ორი საკონტროლო გასროლა განახორციელა, რის შემდეგაც მკვლელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. 

შს სამინისტრომ, რუსიშვილი მკვლელობის მესამე  დღეს დააკავა. მან დანაშაული აღიარა და დეტალურად აღწერა, როგორ დაიგეგმა და განხორციელდა მკვლელობა კრიმინალური ჯგუფის მიერ. 

მოგვიანებით, უკრაინაში დააკავეს მკვლელობის მთავარი ორგანიზატორი და ინიციატორი ივერი გოგბერაშვილი. ირაკლი აგლაძე კი ამ დრომდე მიმალვაში იმყოფება. გამოძიება, პარალელურად, მკვლელობის სხვა თანამონაწილეების შესახებაც მუშაობს.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
თაქთაქიშვილი: „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საოლქო კომისიის წევრებზე ზეწოლას ახორციელებენ1
შს სამინისტრო განცხადებას ავრცელებს2
აქციის მონაწილეები შსს-სგან დავით აკობიას შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ითხოვენ3
ტყვეობიდან გათავისუფლებულები აცხადებენ, რომ ისინი შეიარაღებულმა პირებმა მძევლად აიყვანეს (VIDEO)4
ავტოავარიის შედეგად დაზარალებულებს დახმარება არ აღმოუჩინეს (VIDEO)5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X