პროკურორები „Pussy Riot“-ის წევრებისთვის სამი წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვენ
რუსი პროკურორები ჯგუფ „Pussy Riot“-ის წევრებისთვის სამწლიანი
სასჯელის დაკისრებას მოითხოვენ. ერთ-ერთი პროკურორის განცხადებით, „მათ წინააღმდეგ
მართმადიდებლური სამყაროა.“
როკ-ჯგუფის წევრებს, მაქსიმუმ შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა
ემუქრებათ. დაკავებულების განცხადებით, მათი „პანკ ლოცვითვის“ დაკავება ეს იყო რუსეთის
პატრიარქის, კირილეს მიერ აშკარა მხარდაჭერა რუსეთის პრეზიდენტის მიმართ.
შეგახსენებთ, რუსეთის მართმადიდებლურ ეკლესიაში შეჭრილმა „Pussy Riot“-ის წევრებმა ღვთისმშობელს პუტინის მოშორება სთხოვეს. ამასთანავე, მოსკოვის მთავარ კათედრალში სიმღერა დაიწყეს, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებას პროტესტს უცხადებდა.
Internet.ge