ოჰაიოს შტატში მამაკაცი დააკავეს, რომელიც ცდილობდა „შავი რაინდის“
მორიგი ჩვენებისას დარბაზში იარაღი, დანა და საბრძოლო მასალა შეეტანა.
ინცინდენტი ქალაქ კლივლენდის სიახლოვეს მდებარე კინოთეატრში მოხდა.
მენეჯერმა საეჭვო პირი მაშინვე შენიშნა, რის შემდეგაც დაცვამ სასწრაფოდ გაჩხრიკა
მამაკაცის ჩანთა, რომელშიც 9-მილიმეტრიანი კალიბრის რევოლვერი, სამი დანა და
ტყვიები იპოვეს. მაშინვე პოლიცია გამოიძახეს და უცნობი დააკავეს.
ის 37 წლის სკოტ სმიტი აღმოჩნდა, რომელსაც არ აქვს იარაღის ტარების
უფლება. ჯერჯერობით არ დასახელებულა მიზეზი, რის გამოც სმიტმა კინოთეატრში ეს
„არსენალი“ მიიტანა. ასევე უცნობია მისი ბინის ჩხრეკის შედეგები.
შეგახსენებთ, 20 ივლისს „შავი რაინდის“ ჩვენებისას კინოთეატრ
„ავრორაში“ ჯეიმს ჰოლმსმა 12 ადამიანი მოკლა.
internet.ge