GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
იულია ტიმოშენკოს სამუდამო პატიმრობით ემუქრებიან
13:50 07.04.2012
დღის სიახლეები

იულია ტიმოშენკო, შესაძლოა, სამი ადამიანის მკვლელობაში დაადანაშაულონ და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ. ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილემ განაცხადა.

„როგორც კი დავამტკიცებთ ტიმოშენკოს კავშირს მკვლელობებთან, მას ბრალს წავუყენებთ და საქმეს სასამართლოს გადავცემთ. თუ ეს ბრალი დადასტურდება, უკრაინის ყოფილ პრემიერს სამუდამო პატიმრობა ემუქრება“ - აღნიშნა მარატ კუზმინმა.

რამდენიმე დღის წინ, კუზმინმა უკვე აღნიშნა, რომ პროკურატურას აქვს მტკიცებულებები, რომელთა თანახმადაც კომპანიებმა, რომლებსაც ტიმოშენკო და ასევე, ყოფილი პრემიერი 1996-1997 წლებში პავლე ლაზარენკო აკონტროლებდნენ, სახალხო დეპუტატისა და ბიზნესმენის - ევგენი შერბანის მოსაკლავად მკვლელებს ფული გადაურიცხეს. ამის შემდეგ კი, თავად მოკლული შერბანის შვილმა განაცხადა, რომ  შეუძლია დაამტკიცოს ტიმოშენკოსა და ლაზარენკოს კავშირი მამის მკვლელობასთან, რისი მიზეზიც, მისი თქმით ტიმოშენკო-ლაზარენკოს ბიზნეს-ინტერესები იყო.

შერბანის გარდა, მოწმდება ვერსია ტიმოშენკოს კავშირზე უკრაინის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის ვადიმ გეტმანის, ასევე  დონეცკელი ბიზნესმენის ალექსანდრ მომოტის მკვლელობებთან.

ტიმოშენკოს პარტია „ბატკივშინაში“ ამბობენ, რომ პროკურატურა ახლა ყალბი ჩვენებების მოპოვებას ცდილობს. კერძოდ, ინტენსიურად კითხავენ შერბანის მკვლელობისთვის გასამართლებულ და სამუდამო პატიმრობამისჯილ ვადიმ ბოლოტსკის, რომელიც, როგორც პენიტენციალურმა სამსახურმა დაადასტურა, ლუგანსკის კოლონიიდან უკვე კიევის იზოლატორშია გადაყვანილი.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
"ქართული ოცნების" აქცია დაიწყო1
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ტრადიციული სამოსის გამოფენა გაიხსნა2
ღლონტი: მედია სრულად გადავა "ქართული ოცნების“ ხელში3
რატომ დასჭირდა პატრიარქს სამედიცინო გამოკვლევა?4
პრემიერმა საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელად ირაკლი კოვზანაძე წარადგინა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X