22 წლის ჩიკაგოელ სამარ
ვილიამსს ერთი წლის შვილის მკვლელობაში ედება ბრალი. ის სასამართლოს წინაშე დღეს წარსდგა. მკვლელობის
გარდა, მას მეორე შვილზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობისთვისაც
გაასამართლებენ.
პოლიციამ საცხოვრებელ
სახლში გარდაცვლილ გოგონასთან ერთად მისი ძმაც აღმოაჩნა, რომელიც სხეულის
მრავლობითი დაზიანებებით, საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.
ჯერჯერობით უცნობია რა
ვითარებაში გარდაიცვალა პატარა. პოლიციის წარმომადგენელთა განცხადებით, გოგონას
სხეულზე არ აღენიშნებოდა მოტეხილობები. ამ ეტაპზე
გვამის გაკვეთა მიმდინარეობს.
პოლიციის
წარმომადგენელთა განცხადებით, მათ ვილიამსი საეჭვო მდგომარეობაში აღმოაჩინეს. ამიტომ
ვარაუდობენ, რომ ის ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იყო.
Internet.ge