უკრაინის
გენერალური პროკურატურა ექიმების ნებართვას ელოდება, რომ ყოფილ პრემიერს
მკვლელობაში წაუყენოს ბრალი - იუწყება უკრაინული მედია.
გენპროკურორის
მოადგილის, რენატ კუზმინის განცხადებით, მათ აქვთ საფუძველი
ტიმოშენკო 1996 წელს, ბიზნესმენ ევგენი შერაბანის მკვლელობაში
დაადანაშაულონ.
უკრაინის ეს
ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი დონეცკის აეროპორტში მოკლეს. მკვლელობის
შემსრულებლები დაკავებულები არიან. ტიმოშენკო ამ საქმეში მკვლელობის შემკვეთად
სახელდება.
პროკურატურას ექს-პრემიერთან სხვა პრეტენზიებიც აქვს.
მაგალითად ის, რომ ტიმოშენმკომ სხეულის დაზიანებები მიაყენა საგამოძიებო იზოლატორის
თანამშრომელს - განაცხადა კუზმინმა და დასძინა, რომ სხვა საქმეებიც არის, რომელიც
ძიების პროცესშია.
internet.ge