პოლიცია ეძებს
ავტომობილის მძღოლს, რომელიც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო სკუტერს
დაეჯახა. სკუტერის მძღოლი, 21 წლის არიზონელი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს
და მისი მდგომარეობა ამ ეტაპზეც კრიტიკულია.
შემთხვევა გზაზე
დაყენებულმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. ვიდეო კადრებში ჩანს, რომ ნისანის
მძღოლი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობს და მის საპირისპიროდ მოძრავ სკუტერს
ეჯახება.
პოლიციის
წარმომადგენელთა განცხადებით, ეს არის შემზარავი ფაქტი და სთხოვენ მოსახლეობას, იმ
შემთხვევაში თუ ამოიცნობენ ვიდეო კამერაზე ასახულ მანქანას, დაუყოვნებლივ აცნობონ
მათ.
internet.ge