12 წლის თია შარფის
მკვლელობაში ეჭვმიტანილი, სტუარტ ჰაზელი, რომელსაც პოლიცია გოგონას ცხედრის აღმოჩენის შემდეგ
ეძებდა დაკავებულია. ჰაზელი გოგონას ბებიის პარტნიორია და მის სახლში ცხოვრობდა.
37 წლის ჰაზელი სამხრეთ
ლონდონში დღეს დააკავეს. ის ერთ-ერთმა მოქალაქემ ამოიცნო, რის შესახებაც პოლიციას
აცნობა.
შეგახსნებეთ, რომ 12
წლის გოგონა პარასკევს საღამოს, ბებიის სახლიდან გაუჩნარდა. უკანასკნელი ადამიანი,
რომელმაც თია ნახა სწორედ ჰაზელი იყო, თუმცა, ამ დრომდე ის ეჭვმიტანილად მაინც არ
მიიჩნეოდა.
დაკავებული დანაშაულს
არ აღიარებს. „შემეძლო რაიმე დამეშავებინა მე თიასთვის? არა, ის მე საკუთარი
ქალიშვილივით მიყვარდა“, - განაცხადა მან.
დანაშაულის ჩადენის
მოტივი ჯერ-ჯერობით უცნობია.
Internet.ge