შინაგან საქმეთა სამინისტრო ბიზნესმენ გოგა გომიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე პრესისთვის დამატებით კომენტარს არ აკეთებს.
როგორც
„ინტერნეტ.ჯი“-ს შსს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა სალომე მახარაძემ განუცხადა, ამ დროისათვის გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დამატებითი ინფორმაციის გამჟღავნება ვერ მოხდება.
ცნობილია, რომ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს და თვითმკველობის ვერსიაც განიხილება.
შეგახსენებთ,
რომ ბიზნესმენი გოგა გომიაშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მეზობლების განცხადებით, გომიაშვილმა თავი მოიკლა.
გარდაცვლილი
2005 წლამდე
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე მუშაობდა. გადადგომის შემდეგ ის ბიზნესსაქმიანობას
ეწეოდა.
Internet.ge