ოკლაჰომელ
მამაკაცს მეუღლე და მისი ძაღლი თავს დაესხნენ. პოლიციის განცხადებით,
ქმრის მიმართ აგრესიულობით ცხოველზე
მეტად, ქალი გამოირჩეოდა. მან მამაკაცს ყური მოაჭამა.
თავდასხმა ოჯახური
დავის შემდეგ მოხდა.
როდესაც
შემთხვევის ადგილზე პოლიცია მივიდა, აღმოაჩინეს, რომ მამაკაცის მარჯვენა ყურის
ნაწილი მოჭმული იყო. მას სხეულზე ძაღლის ნაკბენებიც აღენიშნებოდა. ხოლო ქალს კბილები ჰქონდა
დაზიანებული. მან კბილები ყურზე კბენის დროს დაკარგა.
ქალმა დანაშაული
აღიარა. ის ამ ეტაპზე დაკავებულია.
Internet.ge