საზარელი მკვლელობა
მოხდა ამერიკაში ოჰაიოს შტატში. მამაკაცმა 5 წლის დისშვილი მოკლა.
პოლიციის
წარმომადგენლებმა საცხოვრებელ სახლში, სადაც ჯადა ბეზ ვილიამსის ცხედარი
აღმოაჩინეს, ბლაგვ საგანს მიაკვლიეს, რომლითაც ის საკუთარმა ბიძამ მოკლა.
გოგონას სასიკვდილო
ჭრილობები სახისა და კისრის არეში ჰქონდა მიყენებული.
5 წლის გოგონას
გარდაცვალების შესახებ პოლიციას მისმა ბებიამ შეატყობინა.
ბიძა, მეთიუ პიერსონი უკვე დაკავებულია და მას განზრახ მკვლელობა ედება ბრალად.
სამართალდამცავები
დანაშაულის დეტალებს არ ახმაურებენ. მათი განცხადებით, დაკავებული იყო კიდევ ერთი
სავარაუდო ეჭვმიტანილი, რომელიც ამ ეტაპზე გათავისუფლებულია.
Internet.ge