სევასტოპოლის მილიცია
საშინელი მკვლელობის საქმეს განიხილავს. 4 წლის გოგონას მკვლელობაში 11 წლამდე
ასაკის მოზარდები არიან ეჭვმიტანილები. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა დაადგინა, რომ ბავშვი ქალა-ტვინის დახურული
ტრავმის გამო დაიღუპა.
უკრაინის სამართალდამცავი
ორგანოების ცნობით, მილიციაში შეტყობინება სასწრაფო დახმარების სამსახურიდან
შევიდა, რომელიც იუწყებოდა, რომ გასულები იყვნენ გამოძახებაზე, გარკვეული დროის
განმავლობაში ცდილობდნენ ბავშვის გადარჩენას, მაგრამ ის რეანიმაციულ განყოფილებაში
დაიღუპა.
მილიციამ კი დაადგინა,
რომ გოგონას დედა ცოტა ხნით ჩეხეთში სამუშაოდ წავიდა, ბავშვი კი 30 წლის ნაცნობ
ქალს დაუტოვა, რომელსაც სახლში თავისი - 11 წლამდე ასაკის ბავშვები ჰყავდა.
გაირკვა, რომ ისინი ხშირად ეჩხუბებოდნენ 4 წლის გოგონას და ურტყამდნენ კიდეც.
როგორც მილიციაში განაცხადეს, ძალადობის ფაქტი უკვე დადასტურებულია.
Internet.ge