სოციალურ ქსელს ზოგიერთ ქვეყანაში პოლიცია აქტიურად
აკონტოლებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, კანადის პოლიციამ Facebook-ში განხორციელებული საუბრების
დახმარებით 25 წლის მამაკაცი დააკავა, რომელსაც 13 წლის გოგონასთან გარყვნილი
ქმედება ედება ბრალად.
პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით 25 წლის
მამაკაცმა და 13 წლის არასრულწლოვანმა ერთმანეთი სოციალურ ქსელ ფეისბუქში,
ივლისში გაიცნეს და ორი კვირის განმავლობაში სექსუალურ თემებზე ჰქონდათ საუბარი.
გამომძიებლებმა მოახდინეს აღნიშნული მამაკაცის
იდენტიფიცირება და მას უკვე წაუყენეს ბრალი ჩადენილი დანაშაულისთვის.
internet.ge