რუსეთის საპატრიარქოში
მორიგი სკანდალი მწიფდება. პოლიციამ 26 წლის სასულიერო
პირი დააკავა,
რომელიც ავარიის ადგილიდან მიმალვაშია ეჭვმიტანილი- იუწყება „Life News“.
პაველ სემინის მოსაძებნად, ძალოვან სტრუქტურებს რამდენიმე დღე დასჭირდათ, რადგან მისი საეკლესიო და
საერო სახელები ერთმანეთისგან განსხვავდება.
“წინასწარი მონაცემებით, პაველ სემინი
დანაშაულის ადგილიდან მიიმალა, რადგან პასუხისმგებლობის
შეეშინდა. ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა,“– აცხადებენ სამართალდამცველები.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
Internet.ge