მსახიობ
გიორგი ფოჩხუას მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი 29 აგვისტოს გაიმართება. ამის შესახებ „ინტერნეტ.ჯი“-ს მსახიობის მეგობრებმა
აცნობეს.
გარდაცვლილის ოჯახი მკვლელისთვის სამუდამო
პატიმრობას ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ფოჩხუა ანაკლიაში მოკლეს. ის მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც უცნობმა ახალგაზრდამ მეგობრებისგან მოშორებით გაიყვანა. მას შემდეგ მისი კვალი დაიკარგა. ორი დღის შემდეგ, მსახიობის ცხედარი ანაკლიაში ზღვამ გამორიყა.
ფოჩხუას
მკვლელობაში
ეჭვმიტანილი,
ბექა ცობეხია კი, სამართალდამცველებს
ჩაბარდა. ცობეხია თავს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიას აფარებდა.
სამართალდამცველებმა
ცობეხიასთან
ერთად კიდევ ერთი პიროვნება, ნიკოლოზ ძაბაღუა აიყვანეს.
internet.ge