პოლიციელს 14 წლის გოგონა მონობაში ჰყავდა და მასზე სექსუალურ ძალადობას ახორციელებდა
სამართალდამცავებმა
გვატემალას პოლიციის თანამშრომელი
დააკავეს, რომელსაც 14 წლის გოგონა ერთი წლის განმავლობაში მონობაში ჰყავდა და მასზე
სექსუალურ ძალადობას ახორციელებდა.
40 წლის მამაკაცი პოლიციამ პარასკევს აიყვანა და მის სხვა დანაშულებსაც
სწავლობს. ჯერჯერობით კი ყოფილ პოლიციელს ბრალი გაუპატიურებისა და წამებისთვის აქვს
წაყენებული.
იგი მსხვერპლს ერთი წლის განმავლობაში ღარიბთა უბანში მალავდა. არსებობს
ეჭვი რომ მას მსგავსი ხასიათის დანაშაული მანამდეც ჰქონდა ჩადენილი.
internet.ge