შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სამტრედიის რაიონის დაბა კულაშში, კოალიცია "ქართული ოცნების" წევრები: სერგო და თემურ კიღურაძეები დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, სერგო კიღურაძემ დაბა კულაშის საუბნო საარჩევნო კომისიის კოორდინატორს დავით კუხალაშვილს, პოლიტიკური პარტიის ლოგოტიპებიანი მაისური შემოახია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
სერგო კიღურაძის დაკავების დროს, პოლიციელს ფორმა შემოახია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სერგო კიღურაძის ბიძაშვილმა თემურ კიღურაძემ.
სერგო და თემურ კიღურაძეები ხულიგნობისა
და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაპატიმრებული.
სასამართლომ მათ 80 დღიანი პატიმრობა
მიუსაჯა.
internet.ge