GNS-ის გადამღებ ჯგუფსა და ახმეტელებს შორის დაპირისპირების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
ახმეტის პოლიციაში სტუდია GNS -ის გადამღებ ჯგუფსა და ყარმაზანაშვილი ჭიჭიაშვილის დაპირისპირების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 22
აგვისტოს
21:30 საათზე
ახმეტის პოლიციის რაიონულ სამმართველოში რაიონის საავადმყოფოდან შევიდა შეტყობინება ორი პირის ბაჩანა ბულისკერიას და ვასილ დაბრუნდაშვილის ფიზიკური დაზიანების შესახებ.
„ამავდროულად პოლიციას საჩივრით მიმართა ახმეტის რაიონის მცხოვრებმა ზაურ ყარმაზანაშვილმა და ოსიკო ჭიჭიაშვილმა. ყარმაზანაშვილის და ჭიჭიაშვილის განცხადებით, სტუდია
GNS-ის ჯურნალისტი ბაჩანა ბულისკირია და ოპერატორი
ვასილ დაბრუნდაშვილი მათ კუთვნილ ტერიტორიაზე უნებართვოდ შეიჭრნენ.
მათ თხოვნის მიუხედავად არ დატოვეს ტერიტორია რასაც მოჰყვა შელაპარაკება და ჩხუბი. სამედიცინო დათვალიერების შემდეგ პოლიციას ასევე მიმართა სტუდია GNS -ის გადამღებმა ჯგუფმა და მათ განაცხადეს რომ ფიზიკური დაზიანებები ზაურ ყარმაზანაშვილმა
და ოსიკო ჭიჭიაშილმა მიაყენეს . სტუდია GNS -ის გადამღებ ჯგუფსა და ყარმაზანაშვილი ჭიჭიაშვილის დაპირისპირების ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები საზოგადოებას დამატებითიეცნობება“,- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
internet.ge