ანტონ კალოურის, რომელიც
ელექტრონული წერილით აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას მოკვლით იმუქრებოდა, 25 წლით
თავისუფლების აღკვეთა ელის - მუქარისა და დაკავებისას გაწეული წინააღმდეგობის
გამო.
31 წლის სიეტლის
მცხოვრები საკუთარ სახლში აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა დააკავა.
როგორც „როიტერი“
იუწყება, კალოურიმ დაზვერვის ფედერალურ ბიუროს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ობამას
მოკვლით იმუქრებოდა.
„მე მოვკლავ პრეზიდენტს!
მოდით და ამიყვანეთ. გაძლევთ 7 დღეს,“ - დაწერა მან.
სპეცაგენტები ეჭვმიტანილის ბინაში მივიდნენ, თუმცა დაკავებისას
მამაკაცმა მათ წინააღმდეგობა გაუწია. ჩხრეკისას კი ბინიდან 5 ერთეული იარაღი
ამოიღეს, მათ შორის - 2 ავტომატი.
Internet.ge