ავტორიტეტული ბრიტანული
გამოცემა The Telegraph-მა სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც დაზვერვის სენსაციური
მონაცემებია მოყვანილი.
კერძოდ, მასში საუბარია,
რომ ირანის სულიერმა ლიდერმა ისლამის რევოლუციის მცველებს დასავლეთისა და
მოკავშირეების წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურებისკენ მოუწოდა იმის საპასუხოდ, რომ
ისინი სირიის პრეზიდენტის „ჩამოგდებას“ უჭერენ მხარს.
სტატიაში, ასევე,
ნათქვამია, რომ ჰამენეიმ პირადად გასცა ბრძანება ბაქოში, „ევროვიზიის“ დროს
ტერაქტების მოწყობის შესახებ.
დასავლური
სპეცსამსახურების ინფორმაციით, აიათოლა ალი ჰამენეიმ ელიტურ ქვედანაყოფს Quds
Force-ს მისცა დავალება, რომელსაც კასემ სულეიმანი ხელმძღვანელობს.
internet.ge