GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მანჰეტენზე მომხდარი ინციდენტის შედეგად დაიღუპა 2 და დაიჭრა 10 ადამიანი (VIDEO)
21:48 24.08.2012
დღის სიახლეები

ცეცხლი მამაკაცმა ნიუ-იორკის ცნობილ ცათამბჯენთან Empire State Building-თან გახსნა, სადაც ზოგადად, ძალიან ბევრი ტურისტი მოძრაობს. ინცინდენტის შედეგად დაიღუპა 2 და დაიჭრა 10 ადამიანი.

მოგვიანებით გაირკვა, რომ პირი, რომელმაც ცეცხლი გახსნა, ქალის ტანსაცმლის დიზაინერ-კონსტრუქტორი იყო, რომელმაც, ვიდრე პოლიციელები მოკლავდნენ, თავისი ყოფილი უფროსი გაისტუმრა იმქვეყნად.

ხალხმრავალ ქუჩაზე ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ ნიუ-იორკის მერი არ გამორიცხავს, თუკი რამდენიმე ადამიანი სამართალდამცველების მიერ გახსნილმა ცეცხლმა დაჭრა.

პოლიციის მონაცემებით, მამაკაცი, რომელმაც სროლა ატეხა, 53 წლის ჯეფრი ჯონსონი იყო, მისი მსხვერპლის ვინაობა კი არ ხმაურდება, თუმცა ცნობილია, რომ ის ჯონსონის 41 წლის კოლეგა იყო.

ნიუ-იორკის პოლიციის კომისარმა რეი კელიმ განაცხადა, რომ ჯონსონი ერთი წლის წინ კომპანია Hazan Import-იდან გაათავისუფლეს. ფირმის ოფისი სწორედ ცათამბჯენის ახლოს მდებარეობს. დიზაინერმა იქ 6 წელი იმუშავა.

სამსახურიდან დათხოვნამ მამაკაცი განარისხა და ყოფილ კოლეგას თავში სასიკვდილო ჭრილობა 45 კალიბრის პისტოლეტიდან მიაყენა. მან მსხვერპლს სამი ტყვია ესროლა.

კელის თქმით, მკვლელს ერთ-ერთი მუშა დაედევნა, რომელმაც გზად ორი პოლიციელი გააფრთხილა მომხდარის შესახებ. არაორდინალური სიტუაციის გამო პოლიციელებმა ეჭვმიტანილი ადგილზევე მოკლეს.

თვითმხილველები ყვებიან, რომ მკვლელმა უმისამართო ცეცხლი გახსნა, რის გამოც ხალხი ქუჩაში მოკვეთილივით ცვიოდა. საბედნიეროდ, დაჭრილების მდგომარეობა კრიტიკული არ არის და არცერთის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ირაკლი ბოლქვაძე 29-ე ადგილზე გავიდა1
მიხეილ სააკაშვილი: მომავალი წლიდან ეკონომიკის მინიმუმ 10%-იანი ზრდა იქნება2
გია ხუხაშვილი „ქართული ოცნებიდან“ წასვლის შესახებ საგანეგებო განცხადებას გააკეთებს3
გლდანის #8 საპყრობილეში პაემნები მიმდინარეობს4
ჯავახიშვილი ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლისგან თანხის ჩარიცხვას უარყოფს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X