20 წლის ბეატრისი,
რომელიც დეიდას ფილადელფიაში 10 წლის მანძილზე სარდაფში ჰყავდა ჩაკეტილი და
სცემდა, აპირებს ქალაქს უჩივლოს.
როგორც
დაზარალებული ამბობს, ფილადელფიის მთავრობამ არ უზრუნველყო, სოციალური სამსახურების
გამართულად მუშაობა, რის გამოც ახალგაზრდა ქალს პრობლემა შეექმნა. კერძოდ, მას
მეურვედ დაუნიშნეს დეიდა, ლინდა უესტონი, რომელიც ადრე მკვლელობისთვისაა
ნასამართლევი.
CNN-ის ცნობით, სარჩელში
საუბარია იმაზე, რომ ფილადელფიამ სამეურვეო სამსახურს არ შეატყობინა ლინდა
უესტონის დანაშაულებრივ წარსულზე. ამ ქალმა ციხეში 8 წელი გაატარა იმისათის, რომ
80-იან წლებში თავისი დის მეგობარი მამაკაცი მოკლა.
ადვოკატის თქმით, დეიდა, ბეატრისს ბეისბოლის ჯოხით სცემდა და საკუთარი
შარდის სმას აიძულებდა მეურვეობის მთელი 10 წლის განმავლობაში. ადვოკატი
დარწმუნებულია, რომ ყოველივე ამის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა,
გოგონასთვის მეურვედ დანაშაულებრივი წარსულის მქონე დეიდა რომ არ დაენიშნათ.
Internet.ge