ასობით
ტურისტი შოკში ჩავარდა, როცა იტალიაში, La Sirenella-ს პლაჟზე, საცურაო ტრუსებში
გამოწყობილი მაფიის ბოსი ტყვიით განგმირეს.
გაეტანო
მარინო - ნეაპოლიტანური მაფიის ბოსი, 4 გასროლით მოკლეს, მას
ზურგიდან ესროლეს.
იტალიის
პოლიციამ ეს ინცინდენტი აღწერა, როგორც მკვლელობის კლასიკური მაგალითი.
სამართალდამცველები
თვლიან, რომ მომხდარი მაფიაში დაპირისპირების შედეგია. კლანები ერთმანეთს
ნარკოტიკებით ვაჭრობის კონტროლისათვის ებრძვიან.
ახლა
პოლიცია ორ მამაკაცს ეძებს, რომლებიც, სავარაუდოდ, ავტომანქანა Fiat Punto-თი
იყვნენ.
თავად
მარინო „სტაჟიანი მაფიოზია“. 1990 წელს ბომბის აფეთქების შედეგად მან ორივე ხელის
მტევანი დაკარგა. მისი ძმა ციხეში მკვლელობისთვის იხდის სასჯელს.
ეს
ერთი თვის განმავლობაში მაფიის მეორე ბოსის მკვლელობის შემთხვევა იყო. ივლისის
თვეში, რომსა და ნეაპოლს შორის კამორას კიდევ ერთი ლიდერი მოკლეს.
Internet.ge