GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
2 წლის გოგონა, რომელსაც ექიმები საკვებით ინტოქსიკაციაზე მკურნალობდნენ, განგრენით დაიღუპა
00:11 26.08.2012
დღის სიახლეები

მოსკოვის ოლქში 2 წლის გოგონა კომაში ჩავარდა და დაიღუპა მას შემდეგ, რაც საბავშვო ბაღში წაიქცა და ჭრილობა მიიღო. ექიმები უარს ამბობდნენ ბავშვის რეანიმაციაში მოთავსებაზე და ამტკიცებდნენ, რომ მას ჩვეულებრივი მოწამვლა ჰქონდა.

2 წლის ვასილისა პიატერნიცა ყუთზე დაეცა და ფეხი გაიჭრა. მეორე დღეს გოგონას ფეხი ასტკივდა. პუშიმსკის საავადმყოფოში ქირურგმა მას ჭრილობა დაუმუშავა და სახლში გაუშვა.

თუმცა მეორე დღეს ვასილისას ტემპერატურამ 40-მდე აუწია, ღებინებაც დაეწყო, ფეხი კი გაულურჯდა.

სასწრაფო დახმარებამ ის საავადმყოფოში ინფქციურ განყოფილებაში მოათავსა, სადაც ბავშვს საკვებით მოწამვლა დაუდგინეს. ქირურგმაც ისევ შეამოწმა ჭრილობა ფეხზე და შეუხვია.

მალე ბავშვი დედას და მამას ვეღარ სცნობდა, თუმცა ის მაინც არ გადაიყვანეს რეანიმაციაში. ექიმებმა ჩათვალეს, რომ ეს არ იყო საჭირო.

ამის შემდეგ გოგონა ბებიამ სერპუხოვის საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც დაადგინეს, რომ ჭრილობაში საშიში ბაქტერიები იყო მოხვედრილი და ბავშვს უჯრედების დანეკროზება ჰქონდა დაწყებული. კომაში ჩავარდნის შემდეგ, ვასილისა 3 დღეში დაიღუპა.

როგორც ექიმებმა თქვეს, ჭრილობაში ბაქტერიების მოხვედრის შემთხვევაში მისი შეხვევა დაუშვებელია, რადგან ამ დროს ინფექცია სწრაფად ვითარდება და ლეტალურ შედეგს იწვევს.

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ბიძინა ივანიშვილი: საპარლამენტო უმცირესობის კრიტიკა არაკოსნსტრუქციული იყო1
თორნიკე გორდაძემ და სერგი კაპანაძემ ბრიუსელში ორმხრივი შეხვედრები გამართეს2
რეგიონების მოსახლეობა წყლის დავალიანების მხოლოდ 50%–ს გადაიხდის3
ერთი წლის ბავშვს სასიკვდილო ჭრილობა 15 წლის მოზარდმა მიაყენა4
Twitter-ს მომხმარებლების კონფიდენციალობის დაცვის გაძლიერება სურს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X