კალინინგრადში მესამე სართულის ფანჯრიდან ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ქალმა
წლინახევრის
ბავშვი
გადააგდო.
როგორც გაირკვა, ბავშვის დედამ, რომელიც დისკოთეკაზე მიდიოდა, პატარას დატოვება მეზობელს სთხოვა.
დაკავების მომენტში ქალი ძლიერი ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში იყო და თავისი
საქციელის
სულელური
მიზეზები
დაასახელა:
თითქოს,
ბავშვისთვის
მოსალოდნელი
საფრთხის
თავიდან
აცილება
და
მისი
ფანჯრის
უკან
დამალვა
სურდა.
საკმაო სიმაღლის მიუხედავად, პატარა ცოცხალი გადარჩა. ბავშვმა მხოლოდ ტვინის შერყევა მიიღო და მის სიცოცხლეს არანაირი საფრთხე არ ემუქრება.
internet.ge