კასპის
საავადმყოფოს
მთავარი ექიმი გედი თათრიშვილი ქურდობის ბრალდებით დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერნეტ.ჯი“-ს შსს-ს
პრესსამსახურის ხელმძღვანელმა სალომე მახარაძემ დაუდასტურა.
მისი თქმით, დაკავებულს ბრალი 154-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვე პუნქტით აქვს
წაყენებული, რაც წინასწარ შეთანხმებულ ქურდობას გულისხმობს.
მახარაძის განცხადებით, საქმე ეხება ექიმის მიერ ელექტროგამანაწილებლის ქურდობის ფაქტს.
ამასთან, „ქართული
ოცნების“ წევრებმა ექიმის დაკავება მის პოლიტიკურ შეხედულებას დაუკავშირეს.
კოალიციაში ირწმუნებიან, რომ 25 აგვისტოს, დაკავებული „ქართული ოცნების“
მაჟორიტარობის კანდიდატს მის ეზოსთან შეხვდა და ეს გახდა თათრიშვილის დაკავების
მიზეზი.
Internet.ge