ჟინვალის
რწმუნებულის
ბესო ბუზალაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ზურაბ ბადაგაძეა. ამის შესახებ
„ინტერნეტ.ჯი“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა სალომე
მახარაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ბადაგაძე პოლიციაში მკვლელობიდან 2 საათში გამოცხადდა და
აღიარებითი ჩვენება მისცა.
„ეჭვმიტანილი აღიარებით ჩვენებაში ამბობს,
რომ მოკლულთან ერთად ქეიფობდა,
მათ შელაპარაკება მოუვიდათ, რის შემდეგაც დაკავებულმა არარეგისტრრებული ნაგანის
ტიპის იარაღის გამოყენებით ჟინვალის რწმუნებული მოკლა. მკვლელობის იარაღი კი
მდინარეში გადააგდო“,- აცხადებს პრესსამსახური.
მახარაძის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 108-ე მუხლით, რომელიც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ბესო ბუზალაძე 42 წლის იყო. რწმუნებულად მუშაობის პარალელურად, ის
ჟინვალში ახალგაზრდებს ჭიდაობაში ავარჯიშებდა.
ფაქტზე უკვე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას შს მცხეთა –
მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს. გარდაცვლილს მეუღლე და 2 შვილი
დარჩა.
Internet.ge