ბონდო შალიკიანის მკვლელი გამოვლენილია – იუწყება ბელორუსის მედია საგამოძოებო კომიტეტის ხელმძღვანელზე ვალერი ვაკულჩიკზე დაყრდნობით.
"ამ დანაშაულის ორგანიზებაში ეჭვმიტანილთა ვინაობა ცნობილია" - განაცხადა ვაკულჩიკმა. მან ასევე დასძინა, რომ ბელორუსის გამოძიება ამ საქმეზე რუსეთის შსს-სთან ერთად მუშაობს.
"შესაძლოა, საქმეში ქართველი გამომძიებლებიც ჩავრთოთ. კერძოდ, უკვე მზადაა განკარგულება, რათა მათთან რიგი დეტალების დასაზუსტებლად წერილი გაიგზავნოს," - განაცხადა ვაკულჩიკმა.
საგამოძიებო კომიტეტს რამდენიმე ვერსია აქვს. ერთ-ერთის თანახმად, შალიკიანის მკვლელობა კრიმინალურ გარჩევებს უკავშირდება. ვაკულჩიკმა
დააზუსტა, რომ გამოძიებას არ აქვს არცერთი ფაქტი, რომელიც მკვლელობის პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს.
როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ბონდო შალიკიანი, რომელიც რუსეთში მოღვაწეობდა
მინსკში,
7 აგვისტოს მოკლეს. გამოძიება ვარაუდობს, რომ მკვლელობაში რამდენიმე ადამიანი ფიგურირებს.
Internet.ge