სამართალდამცავები ეჭვობენ რომ მაღაზიებს სპირტიანი სასმელების გაყიდვის გამო აფეთქებენ
წუხელ, ნახევრსაათიანი შუალედით დერბენდში ორი მაღაზია ააფეთქეს.
აფეთქებას მსხვერპლი არ გამოუწვევია, ვინაიდან მაღაზიები უკვე დაკეტილი იყო.
თითოეული ასაფეთქებელი მოწყობილობის სიმძლავრე 50 გრამი ტროტილის ეკვივალენტი იყო.
სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან ორი მობილური ტელეფონი ამოიღეს.
ბოლო პერიოდში დაღესტანში სურსათის მაღაზიებზე თავდასხმები გახშირდა. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ ექსტრემისტები იმ მაღაზიების მეპატრონეებზე იძიებენ შურს, რომლებიც სპირტიანი სასმელებით ვაჭრობენ.
Internet.ge