პავლოდარში მამაკაცმა სამართებლით დაჭრა პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც ის საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო გააჩერა.
ოპერატიული ინფორმაციით, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იყო. პოლიციელმა მას შენიშვნა მისცა, მან კი ჩხუბი წამოიწყო, რომლის დროსაც სამართალდამცველი დაჭრა.
დამნაშავე 20 წლის მონტიორი აღმოჩნდა. ის იზოლატორშია მოთავსებული.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
internet.ge