შეიარღებული ჯგუფი, რომლის წინააღმდეგაც ქართველი ძალოვნები ბრძოლას აწარმოებენ, საქართველოში დაღესტნიდან გადავიდნენ, ჯგუფის წევრები კი ცუნტინის ბანდის წევრები არიან – იუწყება "სააგენტო რია ნოვოსტი" დაღესტნის სამართალდამცავი ორგანოების წყაროზე დაყრდნობით.
"ეს ცუნტინის ბანდფორმირებაა" - განაცხადა წყარომ და დასძინა, რომ ბოევიკები საქართველოში გადავიდნენ, რათა დაღესტნელ ძალოვნებს დამალვოდნენ.
"თუ ისინი უკან დაბრუნებას მოისურვებენ, ჩვენ მათ აქ დავხვდებით" - განაცხადა წყარომ.
წყარომ ასევე აღნიშნა, რომ დაღესტნის სასაზღვრო განყოფილებაში მომხდართან დაკავშირებით არანაირი დამატებითი ზომები მიღებული არ არის და საზღვარზე სიმშვიდეა.
ამის პარალელურად, იგივე `რია ნოვოსტი~ ავრცელებს ინფორმაციას ამჯერად რუსეთის ფსბ-ს სასაზღვრო განყოფილებაზე დაყრდნობით, რომელიც უარყოფს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ბოევიკთა ჯგუფი დაღესტნიდან გადავიდა.
"საქართველო-რუსეთის დაღესტნის მონაკვეთის გადაკვეთის შემთხვევა სასაზღვრო სამსახურს არ დაუფიქსირებია" - განუცხადა სააგენტოს რუსეთის "ფსბ"-ს წარმომადგენელმა ვადიმ შიბაევმა.
მისი თქმით, ქართული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს ტერიტორიაზე ბანდის დაღესტნიდან გადასვლის შესახებ "პროვოკაციულია და არ აქვს რეალური საფუძველი".
შიბაევმა აღნიშნა, რომ "ქართული მხარე მსგავს ინცინდენტებზე პირველად არ საუბრობს, მაგრამ ვერცერთხელ ასეთმა ინფორმაციამ დადასტურება ვერ ჰპოვა".
Internet.ge