სირიელმა მეამბოხეებმა
საერთაშორისო ავიაკომპანიებს
სირიაში ფრენებისგან
თავის შეკავება
ურჩიეს და
განაცხადეს, რომ
3 სექტემბრიდან სამოქალაქო
თვითმფრინავებს ჩამოაგდებენ,
დამასკოსა და
ალეპოს აეროპორტებში
კი მათ დარტყმებს
მიაყენებენ.
მათი აზრით,
ჩვეულებრივი რეისები
იარაღის ტრანსპორტირებისთვის
გამოიყენება და
ბაშარ ასადი
მარაგდება რუსეთიდან,
ირანიდან, ერაყიდან
და ლიბანიდან.
მართალია, ფრენები
სირიაში შემცირდა,
მაგრამ სურვილის
შემთხვევაში დამასკოში
ჩასვლა მაინც
შესაძლებელია.
სირიაში ფრენაზე
უკვე უარი თქვა
ავიაკომპანიამ "ОАЭ Etihad Airways"-მა,
თუმცა მისი
კონკურენტი "Arab Airlines" ახლაც
ყიდის ბილეთებს
აბუ-დაბი-დამასკოს
რესიზე. სირიაში
ფრენები შეწყვიტა
რუსულმა "აეროფლოტმაც".
ეს ჯერ კიდევ
5 აგვისტოს მოხდა,
რის მიზეზადაც ეკონომიკური
ფაქტორები დასახელდა.
internet.ge