რუსეთი 2018 წლისთვის ახალ კონტინენტთაშორის რაკეტას შექმნის, ახალი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის შექმნის შესახებ განცხადება სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების სარდალმა სერგეი კარაკაევმა გააკეთა.
მისი თქმით, რაკეტაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს.
გეგმა ითვალისწინებს თხევადსაწვავიანი მძიმე რაკეტის შექმნას, რაც ერთგვარი პასუხია აშშ-ის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ევროპულ სისტემაზე.
კარაკაევის თქმით, მყარსაწვავიანი მცირეგაბარიტიანი რაკეტების პოტენციალი შესაძლოა, არასაკმარისი იყოს პოტენციური მოწინააღმდეგის ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემების დაძლევისას. ამიტომაც, უპირტატესობა ენიჭება თხევად საწვავიან რაკეტებს, რომელთა სასტარტო მასაც 100 ტონა იქნება.
internet.ge