ინგუშეთში სამხედრო კოლონას თავს დაესხნენ
15:15 05.09.2012
|
დღის სიახლეები
|
ინგუშეთში ბოევიკები სამხედრო კოლონას დაესხნენ თავს. მათ ჯერ ააფეთქეს მანქანა, შემდეგ კი ცეცხლი გახსნეს - იუწყებიან რესპუბლიკის ძალოვანი სტრუქტურები.
შემთხვევა სოფელ დატიხთან მოხდა.
წინასწარი მონაცემებით სამხედროებს შორის არიან დაღუპულები და დაჭრილები. მათი რაოდენობა ზუსტდება.
ინგუშეთში ძალოვნებსა და შეირაღებულ პირებს შორის შეტაკებები ხშირად ხდება, ისევე როგორც დაღესტანში.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|