აგვისტოს თვეში ჩრდილოეთ კავკასიაში შეიარაღებული კონფლიქტის მსხვერპლი 182 ადამიანი გახდა
გასული თვე ჩრდილოეთ
კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული პერიოდი იყო.
შეიარაღებულ კონფლიქტს
რეგიონის მასშტაბით 183 ადამიანი ემსხვერპლა. აქედან 106 დაიღუპა, 76 კი დაიჭრა.
ეს მონაცამები „კავკაზსკი უზელმა“ ღია წყაროებზე დაყრდნობით შეადგინა.
ყველაზე ცხელი წერტილი
დაღესტანია, სადაც მხოლოდ აგვისტოში 103 ადამიანი დაზარალდა, აქედან დაიღუპა 70 და
დაიჭრა 33. ასევე დაიღუპა შსს-სა და სხვა ძალოვანი სტრუქტურების 27 თანამშრომელი,
23 ძალოვანი და დაიჭრა. მოკლულია შეიარაღებულ იატაკქვეშეთთან კავშირში ეჭვმიტანილი
21 პირი. თავდასხმების შედეგად ასევე მოკლულია 22 სამოქალაქო პირი, 7 კი დაჭრილია.
ინგუშეთში შეიარაღებულ კონფლიქტში 44 ადამიანი დაშავდა, აქედან 19 დაიღუპა, 25-მა
კი ჭრილობები მიიღო. მოკლულია 7 სავარაუდო ბოევიკი, ასევე 3 სამოქალაქო პირი, 8 კი
დაჭრილია.
ჩეჩნეთში დაზარალდა 30
ადამიანი, 13 დაიღუპა, 17 კი დაიჭრა. მოკლულია ძალოვანი სტრუქტურების 9 თანამშრომელი,
16 კი დაჭრილია. ასევე მოკლულია იატაკქვეშა ბანდიტური დაჯგუფების 4 სავარაუდო
წევრი. ერთმა სამოქალაქო პირმა ჭრილობები მიიღო.
ყაბარდო-ბალყარეთში
შეტაკებების დროს 5 ადამიანია დაზარალებული. 4 დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა. მოკლულია
ბანდიტური დაჯგუფების 3 სავარაუდო წევრი, ასევე ერთი სამოქალაქო პირი.
ყარაჩაი-ჩერქეზეთში, ჩრდილოეთ ოსეთსა და სტავროპოლის მხარეში გასულ თვეს
შეიარაღებული კონფლიქტის მსხვერპლი არ დაფიქისირებულა.
აღნიშნული სტატისტიკა
მსხვერპლის რაოდენობას ზუსტად არ ასახავს, თუმცა ეს გახმაურებული შემთხვევებია და
ეს რაოდენობა, შესაძლოა, მინიმუმად ჩაითვალოს.
Internet.ge