სირიას აქვს რამდენიმე
ტონა ქიმიური იარაღი და კომპონენტები მისი წარმოებისთვის, მათ შორის,
ნერვულ-პარალიტიკური გაზი ზარინი - აცხადებენ აშშ-სა და ახლო აღმოსავლეთის
სპეცსამსახურები.
„დასავლეთის
სპეცსამსახურები ეჭვობენ, რომ სირიის ხელისუფლებამ ქვეყნის 20 ქალაქში გადაანაწილა
რამდენიმე ტონა ქიმიური იარაღი და პრეკურსორი მის მისაღებად. ეს აძლიერებს
შეშფოთებას არსენალების უსაფრთოებასთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში, თუკი ასადი
ქვეყნის მართვის სადავეებს დაკარგავს“ ციტირებს Washington Post ანონიმ წყაროებს
სადაზვერვო სამსახურებიდან.
„ამერიკის დაზვერვა
ყველაფერს აკეთებს საცავებზე თვალის დევნებისათვის და აყალიბებს მოქმედების გეგმას
იმ შემთხვევისთვის, თუ ქვეყანაში ვითარება გაუარესდება“ - აღნიშნავს გამოცემა.
თავის მხრივ, რუსეთმა
არაერთხელ განაცხადა, რომ სირია არ აპირებს ქიმიური იარაღის გამოყენებას.
რუსეთის საგარეო საქმეთა
მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვს ამის სირიის
ოფიციალური დასტური აქვს.
internet.ge