ირანი ააქტიურებს
დახმარებას ბაშარ ასადისადმი და სირიაში რევოლუციური გვარდიის 150 მეთაურს
გზავნის, რათა სამთავრობო ჯარებს მეამბოხეთა მოგერიებაში დაეხმაროს.
დასავლური დაზვერვა
აცხადებს, რომ ირანის პრეზიდენტმა პირადად გასცა სანქცია ოფიცრების სირიაში
გაგზავნაზე.
გარდა ამისა, თეირანი
ცოცხალ ძალასთან ერთად ასადისთვის აგროვებს ასობით ტონა სამხედრო აღჭურვილობას,
მათ შორის იარაღს და რაკეტებს. ეს ტვირთი საჰაერო კორიდორით გაიგზავნება, რომელიც
დამსაკოსა და თეირანს შორის არსებობს.
დაზვერვა იტყობინება, რომ
ირანის მხარდაჭერამ განაპირობა ასადის წარმატებები ანტისამთავრობო ძალებთან
ბრძოლაში.
ბოლო რამდენიმე დღის
განმავლობაში, ასადის არმია შეტევაზეა გადასული და კარგად ორგანიზებულ თავდასხმებს
ახორციელებს დამასკოსა და ალეპოში.
ირანულ მხარდაჭერას
ორგანიზებას უწევს კასემ სულეიმანი, არმია „კუდსის“ მეთაური, რომელიც ირანის
საზღვარგარეთულ ოპერაციებზეა პასუხისმგებელი.
Internet.ge