6 ათასი სამხედროს შემადგენლობით, სადესანტო-მოიერიშე დივიზია, დაღესტნისკენ მიემართება
ნოვოროსიისკიდან
დაღესტნის სამხრეთ რაიონებში სრული შემადგენლობით მიმდინარეობს მე-7 სადესანტო-მოიერიშე
დივიზიის გადასროლა. დივიზიის პირადი შემადგენლობა 6 ათას კაცს ითვლის.
ინფორმაცია
ამის შესახებ ძირითადად, რუსულ ბლოგებზე ვრცელდება.
„რუსკაია ბაშკირია“, რომელსაც ინტერნეტ-რესურსები ინფორმაციის პირველწყაროდ
მიუთითებენ, ასევე აღნიშნავს, რომ გასულ
კვირას ბოევიკთა ბანდამ საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთი
გადაკვეთა, რომელთა წინააღმდეგაც საქართველოს შსს-მ სპეცოპერაცია ჩაატარა.
მე-7 სადესანტო-მოიერიშე
დივიზია საბჭოური შენაერთია.
1988-1989
წლებში ბაქოში არეულობების ლიკვიდაცია, სადაც „მთავრობის სპეციალურ დავალებას
ასრულებდა“.
ჩეჩნეთის
პირველ ომში - ჯერ გროზნოზე შტურმის ოპერაციაში, მერე კი ჩეჩნეთის მთებში
ბრძოლებში მონაწილეობდა.
1993-1996
წლებში კი აფხაზეთში სადაც „სამშვიდობო ამოცანებს“ ასრულებდა.
Internet.ge