ინტერნეტ-საიტი „ვდაგესტან.კომ“
საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველო-დაღესტნის საზღვრის სიახლოვეს,
დიდოის - ყოფილ ცუნტინის რაიონში გააქტიურებულია რუსული ავიაცია.
საიტი საკუთარ წყაროებზე
დაყრდნობით იუწყება, რომ 6 სექტემბერს დიდოის რაიონის ტერიტორიაზე დილიდან
საღამომდე დაფრინავდა 8 საბრძოლო და სატვირთო ვერტმფრენი, რომლებმაც ტყეებსა და
მთებს გადაუფრინეს, შემდეგ კი საქართველოს საზღვრის მიმართულებით აიღეს გეზი.
გამოცემა წერს, რომ მსგავის მანევრები თითქმის ყოველდღიურად
ტარდება, 7 სექტემბერს კი საქართველო-დაღესტნის საზღვრისკენ რამდენჯერმე ორი
გამანადგურებელიც გაფრინდა.
Internet.ge