აშშ-საქართველოს პრეზიდენტებს შორის მიღწეული ექვსპუნქტიანი შეთანხმების იმპლემენტაცია დაიწყო
საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის თავდაცვის სფეროში მიღწეული ექვსპუნქტიანი გეგმის პრაქტიკული განხორციელებისათვის,
საქართველოს
ოფიციალური
ვიზიტით სპეციალური ექსპერტთა ჯგუფი ეწვია.
ექვსპუნქტიანი
გეგმის იმპლემენტაციით,
აშშ-საქართველოს თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში ახალ ეტაპზე გადადის. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაპირველად ამერიკელი ექსპერტები საქართველოს საჰაერო შესაძლებლობების
გაძლიერებაში
დაეხმარებიან.
ექსპერტთა
ჯგუფის ვიზიტის მიზანს საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების ადგილზე შესწავლა და პოტენციური საშიშროებიდან გამომდინარე არსებული მდგომარეობის ანალიზი წარმოადგენს.
არსებული
სიტუაციის
შესწავლის
შემდეგ, უკვე მეორე ეტაპზე ამერიკელი ექსპერტები საქართველოს საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების
გაძლიერების
დოქტრინის
შემუშავებაზე
დაიწყებენ
მუშაობას,
რაც ხელს შეუწყობს საქართველოს საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების
გაძლიერებას,
გაზრდასა და განვითარებას. ამერიკელი ექსპერტების მიერ შემუშავებულ დოქტრინაში დეტალურად იქნება გაწერილი ის გასატარებელი ღონისძიებები, რომელთა განხორციელებითაც საქართველოს საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდა და განვითარება
მოხდება.
მესამე
ეტაპზე კი უშუალოდ დაიწყება ამერიკელი ექსპერტების მიერ შემუშავებული დოქტრინის იმპლემენტაცია.
ექვსპუნქტიანი
შეთანხმების
ფარგლებში
ქვეყნის უსაფრთხოებისთვის
უმნიშვნელოვანესი
როლი ენიჭება საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობების
გაძლიერებას,
თავდაცვით
საბრძოლო საინჟინრო სფეროში წვრთნასა და განათლებას, დამხმარე ვერტმფრენების პარკის მოდერნიზებაში მხარდაჭერას.
„თავდაცვით საინჟინრო საკითხებში ქართველი სამხედრო ინჟინრების წვრთნისა და მომზადების მიზნით სექტემბერში კიდევ ერთი სპეციალური ჯგუფი ჩამოდის, რომლებიც საინჟინრო ბრიგადას შესაძლებლობების
გაზრდაში დაეხმარება. ექვსპუნქტიანი გეგმის განხორციელებას უმნიშვნელოვანესი
როლი აქვს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის,
უსაფრთხოებისა
და სტაბილურობის გაძლიერებაში. აშშ-საქართველოს შორის მიღწეული შეთანხმების იმპლემენტაციით საქართველოს უსაფრთხოება დაცული იქნება სამივე მიმართულებით - ჰაერიდან (საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების
განვითარებით),
წყლიდან (სანაპირო დაცვის კონტროლით) და ხმელეთიდან (საინჟინრო მიმართულების გაძლიერებით). ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის
გაზრდა სამივე მიმართულებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი 3T კონცეფციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი
კომპონენტის
- ტოტალური
თავდაცვის
შემადგენელი
ნაწილია“,-
ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
internet.ge