ბენღაზიში აშშ-ის ელჩის
მკვლელობის შემდეგ ლიბიის სანაპიროებისკენ ორი ამერიკული ხომალდი გაგზავნეს.
გემებზე 50 საზღვაო
ქვეითი იმყოფება. ისინი ლიბიაში ამერიკელი დიპლომატების უსაფრთხოებას
დაიცავენ.
ხომალდები სრულ საბრძოლო
მზადყოფნაში არიან.
მათგან ერთი - USS Laboon უკვე დგას ლიბიის სანაპიროსთან, მეორე - USS McFaul კი
ჯერჯერობით გზაშია და დისლოკაციის ადგილზე უახლოეს დღეებში ჩავა.
Internet.ge